Saturday, 28 May 2016

მეცხრე დღე

პროექტის მეცხრე დღეს მოვუსმინეთ ჯგუფის წევრების პრეზენტაზიებს.თითოეული პრეზენტაცია იყო საინტერესო,მრავალფეროვანი.გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები.შეხვედრის  ბოლოს ნამუშევრები ავტვირთეთ გუგლის დოკუმენტებში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
   უღრმესი მადლობა ენერგიულ და გულისხმიერ  ტრენერს,მაია ბაზღაძეს.
 
ციური სხეულები-მითი,რეალობა,ლიტერატურა

Sunday, 22 May 2016

მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღეს ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე.განვსაზღვრეთ სპეციალური საჭიროების მქონე ,არაქართულენოვანი და ნიჭიერი ბავშვების დავალებები პროექტზე მუშაობისას.დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.

Saturday, 21 May 2016

მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღეს შევქმენითშეფასების რუბრიკები.როგორ უნდა მოხდეს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასება.კოლაბორაციული შეფასება და თვითშეფასება.

Sunday, 15 May 2016

მეექვსე დღე

დღეს გავეცანით საავტორო უფლებებს.ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი პროექტის საკითხები.ვისწავლეთ ელექტრონული გაზეთის შექმნა.ვიყავით მოსწავლის როლში.მოვიძიეთ ინფორმაციები  და ფოტომასალები.მოძიებული ინფორმაციების მისამართები შევინახეთ საავტორო უფლებების ფაილში.
  ტრენინგი იყო საინტერესო და შრომატევადი.
  მადლობა,ენერგიულ ტრენერს!

Saturday, 14 May 2016

მეხუთე დღე

ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციაზე.გამზადებული პრეზენტაცია  ავტვირთეთ გუგლის დოკუმენტებში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

Saturday, 7 May 2016

მესამე დღე

დღეს 7 მაისს,ტრენინგზე შევარჩიეთ პროექტის თემა.დავსახეთ მიზნები.შევუსაბამეთ სტანდარტს.განვსაზღვრეთ პროექტის შესრულების დრო.ვისუბრეთ საკვანძო და თემატური კითხვების დასმაზე. უღრმესი მადლობა,ტრენერს ასეთი საფუძვლიანი და საინტერესო ახსნისთვის და საქმისადმი ასეთი დამოკიდებულებისათვის.სწორედ პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება ჭირდება ყველაზე მეტად ჩვენს ქვეყანას.